Site announcements

კონკურსი დაწერე რამე

by Giorgi Zhvania -

USAID საბაზისო განათლების პროგრამა აცხადებს მხატვრული ტექსტების კონკურსს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ,,დაწერე რამე".

 

თანამედროვე ტექნოლოგიები, ამ შემთხვევაში, სმარტფონის საგანმანათლებლო აპლიკაცია ,,დაწერე რამე ", შესაძლებელია, გახდეს ღირებული ინსტრუმენტი მოსწავლეთა ჩართულობისა და ინტერესის გასაზრდელად.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებში კითხვისა და წერის უნარების განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით .

 

კონკურსის პირობები:

საკონკურსო მხატვრული ტექსტი შექმნილი უნდა იყოს ანდროიდის სისტემის მობილური აპილიკაციის ,,დაწერე რამე გამოყენებით და წარმოდგენილი იყოს PDF ფორმატში (იხილეთ ვიდეოინსტრუქცია).


სავალდებულოა, გამოგზავნოთ მობილური ტელეფონის ეკრანის კადრი (.. სქრინშოთი ), სადაც ჩანს საკონკურსო მხატვრული ტექსტი.

ტექსტის მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა.

კონკურსში მონაწილეობისთვის მხატვრული ტექსტები მიმდინარე წლის 19 მაისამდე გამოგვიგზავნეთ მისამართზე : chemiskola@teachers.gov.ge

წერილის თემაში მიუთითეთ ავტორის ვინაობა და ,,დაწერე რამე". თავად წერილში -ავტორის სახელი და გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია , სკოლა , მასწავლებლის სახელი და გვარი, მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია .


Attachment screenshot.PNG